დღეს, 19 მაისს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 17-18 საათიდან წვიმა გაძლიერდება, მოსალოდნელია ელჭექიც. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექის რაოდენობა 23 საათიდან შემცირდება, თუმცა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა მონაკვეთზე პერიოდულად ნალექი მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გორში 20 მაისსაც. უნალექო ამინდი ნავარაუდევია დილის 8-დან 13 საათამდე, 13 საათიდან კი კვლავ პერიოდულად ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +13 გრადუსს მიაღწევს.
უნალექო ამინდი, პერიოდულად ღრუბლიანობა და დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში შაბათს, 21 მაისს.
22 მაისს, კვირას კი დღე უნალექოდ ჩაივლის, მთელი დღის განმავლობაში მზიანი დღე და +24 გრადუსია ნავარაუდევი.
23 და 24 მაისს კი, გორის მუნიციპალიტეტში კვლავ პერიოდულად ნალექი და ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.