ქალაქის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე, ზებრა გადასასვლელების განახლება მიმდინარეობს. როგორც „გორის მაცნეს“ გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა განუცხადა, სამუშაოები დღეს დაიწყო და ეტაპობრივად, ამინდის გათვალისწინებით, ყველა ლოკაციაზე განახლდება.
„დღეს დავიწყეთ ქალაქის მასშტაბით, ზებრა გადასასვლელების მონიშვნების განახლება. ყველა ლოკაციაზე, სადაც წაშლილია მონიშვნები, კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ზებრებს განაახლებენ. ასევე, იგეგმება პარკირების ადგილების დახაზვაც. ჩვენი თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ და მალე, ქალაქის მასშტაბით, სრულად განახლდება როგორც ზებრა გადასასვლელები, ასევე, პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების მონიშვნები“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ საუბრისას გიორგი ბარჯაძემ.ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს