საზოგადოება
19.05.2022 13:17
ავტოკოლონები გორის ქუჩებში - მეთორმეტეკლასელები სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ

საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საქართველოში, მეთორმეტეკლასელები სწავლას 20 მაისს ასრულებენ, თუმცა, გუშინ და დღეს, ქალაქის ქუჩებში უკვე შეინიშნება სკოლის კურსდამთავრებულების ავტომობილებით გადაადგილება კოლონებად.

რამდენიმე სკოლამ გუშინ, ზოგიერთმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ კი, დღეს აღნიშნა ბოლო ზარი. როგორც ცნობილია, სხვადასხვა სკოლა ბოლო ზარს განსხვავებულ რიცხვში აღნიშნავს და „გორის მაცნეს“ ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები თვის ბოლომდეა გადანაწილებული.

ამ წუთებში, გორის ქუჩებში, რამდენიმე ჯგუფად შეინიშნება სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების გადაადგილება ავტომობილებით.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ,,გორის მაცნესთან“ საუბრისას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს მოუწოდა, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ ავტომობილებით სეირნობისგან.

კვირის ამბები