საზოგადოება
19.05.2022 11:40
მერია ყოველთვის ზრუნავს რომ მუზეუმების ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, ექსპონატები - დაცული, სამუზეუმო სივრცეები კი, საინტერესო - თამაზ შიოშვილი
გორის მერია ყოველთვის ზრუნავს იმისთვის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, ექსპონატები დაცული და სამუზეუმო სივრცეები საინტერესო დამთვალიერებლისთვის, - აღნიშნულის შესახებ მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მინდა მოგილოცოთ მუზეუმის საერთაშორისო დღე. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი მუზეუმების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე დგანან. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებებს და ვიზიტორების სიმრავლეს. გვიგულეთ თქვენს გვერდით ყოველთვის. მერია ყოველთვის ზრუნავს იმისთვის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, ექსპონატები დაცული და სამუზეუმო სივრცეები საინტერესო დამთვალიერებლისთვის,“ - აღნიშნა თამაზ შიოშვილმა.
შეგახსენებთ, მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა- გაყიდვის პარალელურად, გუშინ ბავშვთა საესტრადო ანსამბლის კონცერტიც გაიმართა.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქტივობები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ დაიგეგმა.
კვირის ამბები