კულტურა
19.05.2022 11:39
ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში დღეს „მარო მაყაშვილის დღიურების“ ჩვენება გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმში, დღეს ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი „მარო მაყაშვილის დღიურებს“ დადგამს.

წარმოდგენა 15:00 საათზე გაიმართება და როგორც ცნობილია, თავისუფალი დასწრება იქნება.

„მარო მაყაშვილის დღიურების“ სცენური ადაპტაცია რეჟისორს, ცხინვალის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გოჩა კაპანაძეს ეკუთვნის. მარო მაყაშვილის დღიურის დედანი ლიტერატურის მუზეუმში ინახება. მის ფურცლებს მკრთალად, მაგრამ მაინც ატყვია მაროს მოთხრობილი ამბები.

კვირის ამბები