საზოგადოება
25.12.2019 00:08
ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა

ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ახლოს გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციოდ მეხანძრე-მაშველების დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა. ამ დროისთვის, ცეცხლის ქრობის პროცესში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ათეული მეხანძრეა ჩართული. ადგილი, სადაც წიწვოვანი ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერებია,  საკმაოდ რთული რელიფით გამოირჩევა, რის გამოც ცეცხლთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, გათენებისთანავე, ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
ამ დროისთვის დაუზუსტებელია, ტყის მასივის რა ფართობს მოიცავს ხანძარი.

კვირის ამბები