საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილების შემდეგ, უნებართვო სამშენებლო საქმიანობა ქალაქ გორში 4000-ით, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000 ლარით დაჯარიმებას ექვემდებარება. კანონით გათვალისწინებული სანქციები, ასევე, დაეეკისრებათ იმ მოქალაქეებს, ვინც შენობის დემონტაჟსა და რეკონსტრუქციას უნებართვოდ ახორციელებს.
სამართლებრივი პასუხისმგებლობა, აგრეთვე, დაეკისრებათ სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული პირობების დამრღვევებსაც (ქალაქში 800-დან 4000 ლარამდე, სოფელში 200-დან 2000 ლარამდე).
აღნიშნული პასუხისმგებლობების თავიდან აცილების მიზნით, ახალი მშენებლობის წამოწყების, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის უფლების მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა მიმართონ.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი