საზოგადოება
19.05.2022 10:53
თუ უკრაინაში ომი არ შეჩერდება, ათობით მილიონ ადამიანს სასურსათო დაუცველობა ემუქრება - გაეროს გენერალური მდივანი

გლობალური სასურსათო უსაფრთხოების შესახებ გაერო-ს შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა ხელი შეუწყო გლობალურ სასურსათო კრიზისს და თუ ომი არ შეჩერდება, ეს კრიზისი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

„ათობით მილიონ ადამიანს სასურსათო დაუცველობა ემუქრება, მასობრივი შიმშილია და კრიზისი კი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს. სასურსათო კრიზისის ეფექტური გადაწყვეტა კი უკრაინის სურსათის წარმოების რეინტეგრაციის გარეშე ვერ მოხდება. რუსეთმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და დაუშვას უკრაინის პორტებში შენახული მარცვლეულის ექსპორტი. სურსათის ექსპორტის აღდგენის მიზნით ინტენსიური კონტაქტი გვაქვს როგორც უკრაინასთან, ევროკავშირის ქვეყნებთან და აშშ-სთან, ასევე, ბუნებრივია, რუსეთთან. პანდემიით შექმნილ მძიმე მდგომარეობას, რამაც, თავის მხრივ, მიწოდების პრობლემები გამოიწვია, დაემატა უკრაინაში ომი, რაც კრიზისს ამწვავებს“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

კვირის ამბები