85 ევროპელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნიდან გააძევა. კრემლმა რუსეთიდან გაძევების გადაწყვეტილება 24 იტალიელ, 27 ესპანელ და 34 ფრანგ დიპლომატზე მიიღო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება იტალიიდან, ესპანეთიდან და საფრანგეთიდან რუსი დიპლომატების გამოძევების შემდეგ მიიღეს.
ცნობისთვის, რუსი დიპლომატები არაერთმა ქვეყანამ გააძევა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს