კულტურა
18.05.2022 12:32
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული სასახლე ესსეების კონკურსს აცხადებს

თუ ხარ IX-XII კლასის მოსწავლე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ესსეების კონკურსს გთავაზობთ, - ამის შესახებ ინფორმაცას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საკონკურსო ნამუშევრების თემატიკა შემდეგია: „დამოუკიდებელი საქართველო და 21-ე საუკუნის გამოწვევები“;

„მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყნის მომავალი!“;

„დამოუკიდებლობის ფასი და საზღაური“.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, საკონკურსო ნამუშევრები 20 მაისის ჩათვლით მიიღება. კონკურსი 25 მაისს დასრულდება და გამარჯვებული 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოვლინდება.

კონკურსს ორი გამარჯვებული ეყოლება: „ჟიურის რჩეული“, რომელსაც გამოავლენს კომპეტენტური ჟიური და „მკითხველთა რჩეული“ (გამოვლინდება სასახლის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ ესსეებზე დაფიქსირებული მოწონებების რაოდენობის მიხედვით).

გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები - სიგელები და მხატვრული ლიტერატურა გადაეცემათ.

კვირის ამბები