კულტურა
18.05.2022 12:20
ღია კარის დღე, გამოფენა-გაყიდვა, კონცერტი - რა ღონისძიებებით გიმასპინძლებთ დღეს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი

მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 18 მაისს, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში თვითნასწავლი მხატვრის, რეზო მექვაბიშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.

ცნობისთვის, გამოფენის გარდა, დღესვე, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე დაგეგმილია გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ბავშვთა საესტრადო ანსამბლის მონაწილეობით.

ამასთანავე, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უფლისციხის გარდა, სხვადასხვა ღონისძიება იმართება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ კიდევ ოთხ მუზეუმში: სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, საბრძოლო დიდების მუზეუმში, სოფელ არბოში, ნიკო ლომოურის მუზეუმსა  და ძევერაში მდებარე ალექსანდრე ჯავახიშვილის მუზეუმში.

თითოეულ მუზეუმში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, 10:00-დან 18 საათამდე ღია კარის დღეა, რაც ვიზიტორებს მუზეუმების უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს.

კვირის ამბები