საქართველოს XXXIV ჩემპიონატის XIV ტურის მატჩი გამართა გორის „დილამ“ ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ. შეხვედრა ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე გაიმართა, თუმცა, უგოლოდ დასრულდა.
პირველი ტაიმი არც ისე საინტერესოდ წარიმართა, მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო, ტემპმაც მოიმატა და მომენტებიც შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ გაცილებით აქტიურობდნენ გორელები, მაგრამ ცოტნე მოსიაშვილმა ორი რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
საბოლოოდ, ტაბლოზე ნულოვანი ფრე დაფიქსირდა და გუნდებმა სატურნირო ცხრილში ადგილები შეიცვალეს.
ამ დროისთვის, გორის „დილა“, 23 ქულით მეოთხედან მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, გორელები, 22 მაისს „საბურთალოს“ წინააღმდეგ პრინციპულ მატჩს, რუსთავში გამართავენ. შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ 23 ქულით ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს და თანაბარქულიან გორის „დილას“ ჩატარებული მატჩების შედეგების გათვალისწინებით უსწრებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება