კულტურა
17.05.2022 14:59
რა ღონისძიებები გაიმართება გორის მუნიციპალიტეტში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ხვალ, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ, სხვადასხვა აქტივობები დაიგეგმა.

„გორის მაცნე“ გაგაცნობთ ღონისძიებების ჩატარების დროსა და ლოკაციებს.

სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი:  

10:00-დან  22:00 საათამდე - სკოლებისა და საგანმანათლებლო ჯგუფების აქტივობები;

20:00 საათი - სცენა სპექტაკლიდან „ანა ფრანკის დღიური“ ;

10:00-დან 22:00 საათამდე - ღია კარის დღე; 

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი:

 14:00 საათი - გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი ბავშვთა საესტრადო ანსამბლის მონაწილეობით;

საბრძოლო დიდების მუზეუმი:

10:00-დან 18:00 საათამდე - ღია კარის დღე;

ნიკო ლომოურის მუზეუმი არბოში:

10:00-დან 22:00 საათამდე - ღია კარის დღე;

ალექსანდრე ჯავახიშვილის მუზეუმი ძევერაში

10:00-დან 18:00 საათამდე - ღია კარის დღე;

 

კვირის ამბები