დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, საქართველოში კოვიდინფიცირების 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 656 568-ს.
გასული ერთი კვირის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 697 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 639 069-მდე.
რაც შეეხება ლეტალობის შემთხვევებს, ბოლო ერთ კვირაში, კორონავირუსით ინფირიცრებული ერთი პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 882 პირი ემსხვერპლა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმვალობაში, ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის 86 222 ანტიგენ ტესტი, 11 403 კი, PCR ტესტი.
ამ დროისთვის, ქვეყანაში, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
შეგახსნებთ, რომ ქვეყანაში კოვიდის გავრცელების სტატისტიკა ყოველდღიურად აღარ ქვეყნდება. 3 მაისიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კოვიდსტატისტიკის შესახებ ინფორმაციას, კვირაში ერთხელ აახლებს.