საზოგადოება
17.05.2022 12:16
განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების შესაძლებლობებს - ლევან დავითაშვილი

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საწვავზე ფასის დაწევა და მოსახლეობისთვის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას საწვავის ბაზარზე ჰქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, კომუნიკაცია მიმდინარე კვირაში გაგრძელდება საწვავის უფრო მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფასის დაწევა და მოსახლეობისთვის გაძვირებული საწვავის მაქსიმალურად ხელსაყრელ, იაფ და ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდება, ამაზე ვისაუბრეთ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან. ასევე, განვიხილეთ მათი მხრიდან დაყენებული პრობლემები, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება სახელმწიფომ გააკეთოს კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის, ვისაუბრეთ მოწოდების ალტერნატიულ წყაროებზე, რომლებიც შეიძლება შედარებით უფრო იაფი იყოს, ასევე ხარისხის საკითხებზე და სანდოობაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

კვირის ამბები