საზოგადოება
17.05.2022 12:08
გორის N9 საბავშვო ბაღში უკრაინელი და-ძმა ჩაირიცხა

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერმა, ბაღის პერსონალთან ერთად, უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელებს საზეიმო დახვედრა მოუწყო.

„მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინელი პატარები სრულფასოვნად ადაპტირდნენ ახალ გარემოში და სკოლამდელი აღზრდის მიღება მათთვის კომფორტულ და მზრუნველ გარემოში შეძლონ“, -  განაცხადა საბავშვო ბაღის აღმზრდელმა.

მე-9 ბაღში ახლადჩარიცხული და-ძმა ქალაქ ივანკოვოში ცხოვრობდა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მათი ოჯახი საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა.

კვირის ამბები