საზოგადოება
24.12.2019 19:27
ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ახლოს ხანძარია

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ორმოცთან ახლოს ხანძარია.  არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტყის მასივში გაჩნდა. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, ადგილი სადაც ხანძარია, საკმაოდ რთული რელიფით გამოირჩევა.

,,ხანძარი სოფელ ორმოცთან ახლოსაა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შედა ქართლის სამმართველოს მეხანძრე-მაშველები, მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საკმაოდ მიუვალი ადგილია და რთულდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება. მუნიციპალიტეტის მერია ჩვენი რესურსებით ვცდილობთ დახმარებას, რომ მოხდეს იმ ტექნიკის მობილიზება, რაც სახელდახელო გზის გაჭრისთვისაა საჭირო“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.

კვირის ამბები