საზოგადოება
16.05.2022 17:00
ქვეყანაში ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს, ეს საკითხი იყო პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი შექმნილი იყო ხელოვნურად - პრემიერ-მინისტრი

დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას, ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრისგან ხორბალთან და ფქვილთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს.

„დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს კი ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ, რომ იყო აბსოლუტურად ხელოვნურად გამოწვეული, არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც თვენახევარში, ჩვენ საკუთარ ხორბალსაც უკვე ავიღებთ, გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზირებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი რეალურად არ ყოფილა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კვირის ამბები