ტურიზმი
16.05.2022 16:52
ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის გორის მუნიციპალიტეტს სერტიფიკატი გადაეცა

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში აქტიური მონაწილეობისთვის სერთიფიკატი გადაეცა.

როგორც სააგენტოს ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებმა აღნიშნეს,  დამთვალიერებელთა განსაკუთრებული ყურადღება გორის კერამიკული მუზეუმის სახელოსნოს ნამუშევრებმა დაიმსახურა. სტუმრები აქტიურად ჩაერთნენ თიხის დამუშავებისა და ნივთების დამზადების პროცესში.

შეგახსენებთ, ტურიზმის და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-13 ფესტივალი „Expo Batumi Travel 2022“, ბათუმში, 13-15 მაისს ჩატარდა და მასში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტები, ტურიზმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

კვირის ამბები