საზოგადოება
16.05.2022 16:43
საწვავის ფასებთან დაკავშირებით, პრემიერმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა

კონკურენციის სააგენტომ იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით მთავრობას გასულ კვირას წასრუდგინა. აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრებს, საწვავის ფასებთან დაკავშირებით, ბაზარზე არსებულ კომპანიებთან შეხვედრა დაავალა.

„ჩემი დავალებით, კონკურენციის სააგენტომ უკვე დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში საწვავის ფასთან დაკავშირებით და ეს ანგარიში უკვე წარმოადგინა გასულ კვირას. ხლა მინდა, ეკონომიკის მინისტრს და ფინანსთა მინისტრს დავავალო, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად, საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე და მათთან ერთად განიხილონ მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება თქვენი დღევანდელი შეხვედრა”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები