კულტურა
16.05.2022 16:21
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - რა ღონისძიებებს სთავაზობს დამთვალიერებელს გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში 17-დან 26 მაისის ჩათვლით, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეული გაიმართება.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიებები დაგეგმილია როგორც მუზეუმის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ასევე დამთვალიერებელთა ცნობიერების გამრავალფეროვნების მიმართულებებით. 17 მაისს, 14:30 სთ-ზე დაგეგმილია საგანმანათლებლო პროექტი „თამაშით ვსწავლობთ ისტორიას“;
18 მაისს რამდენიმე ღონისძიება გაიმართება - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დილის 10.00-დან საღამოს22.00 სთ-მდე ღია კარის დღე მოეწყობა;
ასევე დაგეგმილია საგანმანათლებლო პროექტი „მოსწავლის თვალით დანახული მუზეუმი“;
ამასთანავე, მუზეუმის ფოიეში სადემონსტრაციო ეკრანი განთავსდება, სადაც საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო ჯგუფების მიერ მომზადებული სიუჟეტების, ვიდეო რგოლების კოლაჟების უწყვეტი ჩვენება მოეწყობა;
დაგეგმილია მუსიკისა და პოეზიის საათი; 20.00 სთ-ზე კი, გათამაშდება სცენა სპექტაკლიდან „ანა ფრანკის დღიური“ - გორის კულტურის ცენტრთან არსებული საყმაწვილო თეატრი-სტუდია „რწმენა“, ხელმძღვანელი ანზორ გვაძაბია. 21 მაისს - 14.00 სთ საჯარო ლექცია „190 წელი 1832 წლის შეთქმულებიდან“ მომხსენებელი გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მამუკა ჯოლბორდი; 24 მაისს ჩანიშნულია კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი - „სახალისო არქეოლოგია“;
25 მაისს კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ახალი ექსპოზიცია - „ფულით მოყოლილი ისტორია(1918-21 წწ.)“, მოეწყობა.
სამუზეუმო კვირეული 26 მაისს, ღია კარის დღით დასრულდება.
კვირის ამბები