საზოგადოება
16.05.2022 14:26
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა ორდღიანი ტრენინგი გაიარეს

„სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა ბავშვებში“ - ამ თემატიკაზე გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელებმა ორდღიანი ტრენინგი გაიარეს.

როგორც ცნობილია, სწავლება ორგანიზაცია „ლაიონს ქუესტ საქართვეელო-განათლების ლაბორატორიამ“ გამართა და ტრენინგს განათლების სპეციალისტი, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების თანაავტორი და „უნარ-ჩვევები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის“ სახელმძღვანელოების ქართული ვერსიის ავტორ-შემდგენელი - ნინო ბესელია უძღვებოდა.

„აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია ბავშვებში ისეთი სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა: თვითრეფლექსია, საკუთარი თავის მართვა, სოციალური ცნობიერება, თანამშრომლობის უნარ-ჩვევა, გადაწყვეტილების მიღებაზე სრული პასუხისმგებლობის აღება“, - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში.

ღონისძიება გორის „ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“ გაიმართა და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

კვირის ამბები