საინტერესო ამბები
16.05.2022 12:13
2035 წლიდან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მხოლოდ ელექტრომობილების დარეგისტრირება იქნება დასაშვები

გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ინფორმაციით, 2035 წლიდან, ევროკავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ ელექტრომობილების დარეგისტრირება იგეგმება, ყველა სხვა ავტომობილის დარეგისტრირება კი გამონაკლისების გარეშე შეიზღუდება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე თანხმობა უკვე მიღწეულია ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში.

გეგმის მიხედვით, 2035 წლიდან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აიკრძალება ახალი მსუბუქი და კომერციული ავტომობილების რეგისტრაცია, რომლებიც გადაადგილებისას ემისიებს გამოყოფენ. რაც შეეხება უკვე რეგისტრირებულ სხვა ტიპის ავტომობილებს (ბენზინზე, დიზელსა და გაზზე მომუშავე), გადაადგილება არ შეეზღუდებათ, თუმცა, რეგისტრაციისას ერთადერთი დასაშვები სარეგისტრაციო სატრანსპორტო საშუალება გახდება ელექტრომობილი.

კვირის ამბები