„საზოგადოება ბილიკის“ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრში რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამა ამოქმედდება. პროექტის გახსნა 17 მაისს იგეგმება.
როგორც „გორის მაცნეს“ „ბილიკის“ წარმომადგენელმა განუცხადა, პროგრამის მიზანი ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, ბავშვის ფიზიკური და ინტელექტუალური ფუნქციური პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება, ზოგადი ჯანმრთელობის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და ინკლუზიური განვითარების პროცესის ხელშეწყობა გახლავთ.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ორგანიზაცია ADRA-ს დირექტორი ვინოდ ნელსონი და პოლონეთის საელჩოსა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში