შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, მღებრიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული ადმინისტრაციული ერთეული მაღალმთიან ზონაში მდებარეობს დატრანსპორტის გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. გაწმენდითი სამუშაოების დაწყებამდე, მღებრიანში, ტამში, ოქიანსა და სახორცეში ასვლა პრობლემური იყო მაღალი გამავლობის მანქანებისთვისაც.
სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში