საზოგადოება
16.05.2022 10:57
კარალეთიდან სოფელ ერგნეთის საგუშაგომდე გარე განათების სისტემა მოეწყო

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთიდან გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ერგნეთის საგუშაგომდე, გარეგანათების სისტემა მოეწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გარეგანათების სისტემა 20 კილომეტრამდე მონაკვეთზე მოეწყო და კარალეთიდან ერგნეთამდე არსებულ სოფლებსაც მოიცავს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც გარეგანათების სისტემა დღემდე არ ყოფილა, განათების 578 წერტილი დამონტაჟდა.

GMnews-ის ინფორმაციით, სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შპს „აკაენერჯიმ“ განახორციელა. სამუშაოები თებერვალში დაიწყო და პროექტის განხორციელებისთვის საჭირო 1 463 467.94 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ცნობისთვის, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.

კვირის ამბები