საზოგადოება
16.05.2022 09:48
ბერშუეთი-სობისის მიმართულებით არსებული გზის რეაბილიტაცია ივლისში დასრულდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბერშუეთი-სობისის საავტომობილი გზის მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გორის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი ცენტრალური მაგისტრალიდან იწყება და სოფელ ბერშუეთსა და სობისს მოიცავს, შესაბამისად, გაივლის მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებსაც.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება 3 265 მეტრი სიგრძის გზის მონაკვეთზე, გარდა ამისა, ამავე მანძილზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემები და მიერთებები.

როგორც ცნობილია, ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში უნდა დასრულდეს, აქვე შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში დაიწყო.

კვირის ამბები