გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 მაისს, გორის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა, ნალექი კი მოსალოდნელია 14 საათამდე. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, 12 საათიდან გორში მოიმატებს ქარის სიჩქარე და დაახლოებით 15 საათისთვის 12 მ/წ-ია ნავარაუდევი.
ხვალიდან, 17 მაისიდან 3 დღის განმავლობაში კი, გორში უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, 17 მაისს, გორის მუნიციპალიტეტში, უნალექო ამინდი და პერიოდულად ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, ჰაერი კი +21 გრადუსამდე გათბება.
უნალექო ამინდია ნავარაუდევი გორში 18 მაისსაც, ჰაერის ტემპერატურა კი +24 გრადუსს მიაღწევს.
დღე უნალექოდ ჩაივლის 19 მაისს, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია მოსალოდნელი, საღამოს კი გორის მუნიციპალიტეტში იწვიმებს, ნალექია მოსალოდნელი 21 მაისსაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.