საზოგადოება
13.05.2022 17:16
ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებდა არსებულ მოთხოვნას და შესაბამისი სამუშაოები დაიგეგმა.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივებს სასმელი წყალი 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

ცნობისთვს, ტყვიავში, ამ ეტაპზე, 1000- მდე ადგილობრივი ოჯახი, სასმელ წყალს დღეგამოშვებით, ორ-საათიანი გრაფიკით იღებს.

კვირის ამბები