საზოგადოება
24.12.2019 17:41
ხიდისთავის გაზიფიცირება დასრულდა

ხიდისთავის გაზიფიცირება დასრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ბუნებრივი აირი სოფლის ცენტრში, სიმბოლურად, ჩირაღდნით აანთეს, რის შემდეგაც, შიდა ქართლის გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა კოშორიძეების ოჯახში გადაინაცვლეს და გაზქურა აანთეს.

ცნობისთვის, ხიდისთავში გაზიფიცირების სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.  ამ დრომდე ბუნებრივი აირი მხოლოდ სოფლის მოსახლეობის ნაწილს მიეწოდებოდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად კი, მთლიანად განხორციელდა სოფლის დაქსელვა. როგორც კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზი“-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, მოსახლეობის მხრიდან მიმართვის საფუძველზე ინდივიდუალური გამრიცხველიანება შეუფერხებლად მოხდება.

კვირის ამბები