ამ წუთებში,გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.
დღის წესრიგის მიხედვით, დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები 27 საკითხს განიხილავენ.
დეპუტატები განიხილავენ სოციალური დახმარების გაცემის წესში შესატან ცვლილებებს; ასევე, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში ცვლილებებს; რამდენიმე მუნიციპალური ქონების სხვადასხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის იჯარის წესით ქონების გადაცემის; გორის მუნიციპალიტეტში 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულების პროექტს; გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ქუჩების სახელდების შესახებ შესაბამის განკარგულებაში ცვლილებისა და ასევე, რამდენიმე სოფელში არსებული ქუჩების სახელდების; ამასთანავე, ქალაქისა და რამდენიმე სოფლის სხვადასხვა ლოკაციაზე „ხელოვნური უსწორმასწორობების“ განთავსების საკითხებს.
დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატები, ასევე, მოისმენენ რამდენიმე მუნიციპალური სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოების ანგარიშს და შეაფასებენ გორის მუნიციპალიტეტის 2022 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს.