ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩი არც ისე სახარბიელო გამოდგა გორის „დილასთვის“. „დილა“ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.
შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებულის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც გორელთა კარში ამ გუნდის ყოფილმა შემტევმა უსნმანე კამარამ გაიტანა. შეხვედრის 25-ე წუთზე „დინამოელმა“კამარამ გახსნა ანგარიში. აქვე ეუნდა ითქვას, რომ კამარამ გორის „დილას“ ყოფილი წევრია და სიმბოლურად, ეს გოლი არ აღნიშნა.
ამ გამარჯვებით, თბილისის „დინამო“, 25 წულით, სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე დამკვიდრდა, ცხრილის სათავეში კვლავ ბათუმის „დინამოა“ (28 წულა), რომელიც თბილისურ გუნდს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს. რაც შეეხება გორის „დილას“, ჩვენი გუნდი, 22 ქულით, ცხრილში მეოთხე დგილზეა.
გორის „დილა“ მომდევნო შეხვედრას 17 მაისს, ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის მოედანზე, 16:30-ზე დაიწყება.