საზოგადოება
11.05.2022 16:24
ეროვნული თავდაცვის აკადემიას ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, გაცნობითი ხასიათის ვიზიტით, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სტუმრად იმყოფებოდა ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) დელეგაცია. სტუმრებს რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი და ცენტრის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის აკადემიის შესახებ და გაეცნენ დისტანციური კვლევითი ცენტრის ფუნქციებს, მიზანს, ასევე, ცენტრის ხედვას და დასახულ ამოცანებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დისტანციური სწავლების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე. გარდა ამისა, დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე.

აღნიშნული ვიზიტი საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

 

კვირის ამბები