კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფულადი წახალისების სახელმწიფო პროგრამა 30 აპრილს დასრულდა.
როგორც „გორის მაცნეს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, ვაქცინაციის წახალისების პროგრამა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე თვის განმავლობაში მოქმედებდა და ფულად წახალისებას ითვალისწინებდა, აპრილის ბოლოს დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და პირველი დოზით აცრილი 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის 200-ლარიან ერთჯერად ფულად წახალისებას ითვალისწინებდა.
ცოტა მოგვიანებით კი, 25 იანვარს, წამახალისებელი პროგრამა ბუსტერ დოზებზეც ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში 100 ლარი გადაეცემოდა ყველა იმ 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეს, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებდა.