საზოგადოება
11.05.2022 14:22
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები და ომში დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ, თანხის გაცემას სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს
მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, ხოლო თბილისში რეგისტრირებულთათვის – დედაქალაქის მერია.
კვირის ამბები