საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც სასკოლო ასაკის მოკრივეთა შორის გაიმართა, გორელმა მოკრივეებმა 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. შეჯიბრებაში 2008 - 2009 წწ. დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ და ქვეყნის პირველობისთვის როგორც გოგონები, ისე ვაჟები იბრძოდნენ.
51 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონის სტატუსი თეკლა არბოლიშვილს ერგო, ვერცხლის მედლები კი, ნინო ახალკაცმა (54 კგ.) და გიგი ნონიკაშვილმა (46 კგ.) მოიპოვეს.
ცნობისთვის, სამივე სპორტსმენი გორის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია.
აღნიშნულ ჩემპიონატში, ასევე მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის გიორგი კანდელაკის სახელობის კრივის სკოლის სპორტსმენები.
2008 - 2009 წწ. დაბადებულ მოკრივეთა შორის გამართულ ჩემპიონატში ვარიანელებს ბრინჯაოს ორი მედალი ხვდათ წილად - ალეკო სტეფანიშვილს (90 კგ.) და გიორგი ჯირკველიშვილს (+90 კგ.).
საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა სპორტსმენებს შორის მარნეულში ჩატარდა.