ესპანეთში, ბარსელონიდან 120 კმ-ში, 50 მ. სიმაღლის ბაზალტის ქედზე მდებარეობს ქალაქი კასტელფოლიტ დე ლა როკა, რომელიც ტურისტებში ძალზე დიდი პოპულარობისთ სარგებლობს, ამის მიზეზი კი ორი ფაქტორია - ბაზალტის ხედზე განთავსებულ ქალაქს მხოლოდ ერთი ქუჩა აქვს და თითოეული შენობიდან ულამაზესი ხედი იშლება, ამ შენობების ორივე მხარეს კი - უფსკრულია.
ყველაზე ვიწრო ქალაქში არსებულ ერთადერთ ქუჩაზე ათასამდე მცხოვრები სახლობს.
ქედის სიგანე, საშუალოდ, 4 მეტრია, რის გამოც ქალაქში სახლების მხოლოდ ორი რიგი ეტევა. ქუჩის სიგრძე კი 1 კმ-ს მოიცავს. ქალაქის ერთადერთ ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების გარდა, განთავსებულია წმინდა სალვადორის ეკლესია. ქალაქში მდებარეობს პატარა საკონდიტრო ფაბრიკაც, სადაც სხვადასხვა სახის ფუნთუშები ცხვება.
ეს ქალაქი ისტორიულ წყაროებში პირველად 1193 წელსაა მოხსენიებული, როდესაც აქ თავდაცვითი ნაგებობა - ციხესიმაგრე მდებარეობდა. მტრის შემოსევისას, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა სწორედ ამ მიუვალ კლდეს აფარებდა თავს, მოგვიანებით კი აქ დასახლებულან. კასტელფოლიტ დე ლა როკას გარე სამყაროსთან მხოლოდ ერთი ხიდი აკავშირებს.