ტურიზმი
11.05.2022 13:17
ტანის ხეობაში საპიკნიკე ადგილების მოწყობა დასრულდა

ტანის ხეობაში საპიკნიკე ადგილების მოწყობა დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის თქმით, პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე, 4 ღია ტიპის ფანჩატური მოეწყო.

„ზემოხსენებული პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გორის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან ჩამოსული იყო სპეციალური კომისია და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, საპიკნიკე ადგილების შერჩევაში მივიღეთ მონაწილეობა. პირველ ლოკაციად ბობნევი-ორმოცის გზის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც განთავსდა კვების ბლოკები, მოეწყო ატრაქციონები, სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის და ასე შემდეგ. უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი ტიპის საპიკნიკე სივრცეები ევროპის მრავალ ქვეყანაშია მოწყობილი,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას რობერტ მაღლაკელიძემ.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურა ტანის ხეობაში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

კვირის ამბები