გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-დან 15 მაისის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ნალექი მოსალოდნელი არ არის, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
11 მაისს, გორში მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანი ამინდი, ჰაერი კი დღისით +17 გრადუსამდე გათბება.
უნალექო ამინდი და +16 გრადუსია ნავარაუდევი 12 მაისს.
მეტეოროლოგების ცნობით, მზიანი ამინდი და + 19 გრადუსია მოსალოდნელი პარასკევს, 13 მაისს.
შაბათ-კვირას კი, 14-15 მაისს, ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და +22 გრადუსს მიაღწევს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში