საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიგა 3-ის მეხუთე ტურის მატჩი გორის „გორმა“ თბილისის „მერანი 2“-ის წინააღმდეგ გამართა. მატჩი გორელების გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
ამ გამარჯვებით, ჩვენი ქალაქის საფეხბურთო კლუბმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მიითვალა, გოლები მეტოქის კარში არჩილ გიგაურმა (33 წთ), გიგა ბექაძემ (34 წთ) და გიორგი ალიმბარაშვილმა (80 წთ) გაიტანეს.
ცნობისთვის, გორელებს, მომდევნო დაპირისპირება ფოთის „კოლხეთი 1913“-ის წინააღმდეგ მოუწევთ. შეხვედრა 12 მაისს, 18:00 საათზე, ფოთში, „ფაზისის“ სტადიონზე გაიმართება.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს