საზოგადოება
10.05.2022 12:16
გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა იწყება

გადამამუშავებელი საწარმოების შექმნით დაინტერესებულ იურიდიულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოს თანადაფინანსებით ისარგებლონ.

როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება პროექტის ჯამური ღირებულების 40%, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარი გაიცემა.

პროგრამაში განაცხადების მიღება  23 მაისს დაიწყება და  6 ივნისს დასრულდება.

დაინტერესებულ პირებს, პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციის გაეცნობა შეუძლიათ შემდეგ  ელექტრონულ მისამართზე: rda. gov. ge

 

კვირის ამბები