ტურიზმი
10.05.2022 12:07
შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები ბათუმში დაგეგმილ რიგით მე-13 ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას.
Expo Batumi Travel 2022, ორწლიანი პაუზის შემდეგ, 13 - 15 მაისს გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოური სასტუმრო აღჭურვილობის, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.
ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ამ ეტაპზე, ატიურად მიმდინარეობს გამოფენის სამზადისი.
მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა 13 მაისს 12:00 საათზე გაიხსნება.
კვირის ამბები