საინტერესო ამბები
09.05.2022 21:14
გორმა და გორის რაიონმა 1942-1944 წლებში მიიღო და შეიფარა 733 ოჯახი, 1787 ევაკუირებული ადამიანი - რა დოკუმენტი ინახება გორის არქივში

ქ. გორმა და გორის რაიონმა 1942-1944 წლებში მიიღო და შეიფარა 1787 ევაკუირებული ადამიანი (733 ოჯახი), - ამის შესახებ ინფორმაციას გორის ადგილობრივი არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ავრცელებს.

ქეთევან მაჭარაშვილის ინფორმაციით, ყირიმის, დნეპროპეტროვსკის, კიშინიოვის, კიევის, ვოროშილოვის, ოდესის, ლვოვის, სევასტოპოლის, როსტოვის და ბესარაბიის ევაკუირებული მოსახლეობის სიები გორის ადგილობრივ არქივშია დაცული.

,,ქ. გორმა და გორის რაიონმა 1942-1944 წლებში მიიღო და შეიფარა 1787 ევაკუირებული ადამიანი (733 ოჯახი). ყირიმის, დნეპროპეტროვსკის, კიშინიოვის, კიევის, ვოროშილოვის, ოდესის, ლვოვის, სევასტოპოლის, როსტოვის, ბესარაბიის ევაკუირებული მოსახლეობის სიები დაცულია გორის ადგილობრივ არქივში. უკრაინიდან ევაკუირებული ებრაელი მოსახლეობა შეადგენდა 102 სულს.
გორის რაიონში ევაკუირებული ყველა პირი დაკმაყოფილებული იქნა ბინით, შრომის უნარიანები - სამუშაოთი, შეიქმნა ფულადი და მოხმარების საგნებით დახმარების ფონდი.

სოფლად ევაკუირებული 825 სული (326 ოჯახი) დასაქმდა ძევერის, სვენეთის, ხიდისთავის, ქვახვრელის, ტყვიავის, ვარიანის, ატენის, ხურვალეთის, ზეღდულეთის, ახალუბნის, სკრის და ნიქოზის კოლმეურნეობებში“, - წერს სოციალურ ქსელში ქეთევან მაჭარაშვილი.

კვირის ამბები