კონფლიქტები
09.05.2022 20:37
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „ნიხასის“ ლიდერმა ალან გაგლოევმა გაიმარჯვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ცესკომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. აღნიშნული შედეგების მიხედვით, ე.წ. არჩევნებში პარტია ,,ნიხასის" ლიდერი ალან გაგლოევი 53,67 %-ით ლიდერობს, ანატოლი ბიბილოვს კი ხმა მისცა 41.3 %-მა.

ოკუპირებული ,,სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ბიბილოვმა დამარცხება აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა.

ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, დათვლილია ხმების ოკუპირებულ რეგიონში სულ გახსნილი იყო 76 ე.წ. საარჩევნო უბანი. ორი უბანი გახსნილი იყო ჩრდილოეთ ოსეთში, თითო უბანი კი - მოსკოვსა და სოხუმში.

კვირის ამბები