სპორტი
07.05.2022 22:36
გორის „გორი“ და ბორჯომის „ბორჯომი“ - გორელების ზედიზედ მეორე გამარჯვება დიდი ანგარიშით

გორის „გორმა“ ლიგა 3-ის მორიგი ტურის მატჩში, ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, თანაც ორივე შეხვედრა დიდი ანგარიშით მოიგო. ბოლოსწინა ტურში, გორელებმა სტუმრად თუ „ზესტაფონს“ ანგარიშით 3:0 სძლიეს, ამჯერად შინ „ბორჯომი“ დაამარცხეს - 4:1.

ვლადიმერ ელიაურის მიერ გაწვრთნილმა გორულმა კლუბმა „ბორჯომთან“ თამაშის პირველი ტაიმი შედარებით სუსტად ჩაატარა, ვიდრე მეორე, თუმცა, ანგარიშში დაწინაურება დებიუტშივე შეძლო. პირველი გოლი სტუმართა კარში უკვე მე-14 წუთზე გავიდა. გიორგი ალიმბარაშვილმა მეტოქის კარი პენალტით აიღო. ძალიან მალე, სულ რაღაც 3 წუთში, მასპინძელთა მცველებმა ბორჯომელთა მიერ შესრულებული საჯარიმოსას შეცდომა დაუშვეს და ბორჯომელმა ჩიკვაიძემ ანგარიშში ჩამორჩენა გაქვითა 1:1. შესვენებაზე მეტოქენი ამ ანგარიშით მაინც არ გასულან. „გორმა“ ტაიმის მიწურულს უფრო გააზრებულად შეუტია და იოსებ მოლაშვილმა ისევ წინ გაიყვანა თავისიანები - 2:1.

მე-60 წუთზე, მასპინძელთა ახალგაზრდა ფეხბურთელმა გიგა ბექაძემ მარჯვენა ფლანგიდან შეტევისას შესრულებული ზუსტი დარტყმით სხვაობა ორბურთიანი გახადა. შეხვედრის დასრულებამდე ორიოდ წუთით ადრე, ისევ გიორგი ალიმბარაშვილმა დასვა საბოლოო წერტილი - მისი გოლი თანაგუდელთა ჩინებულ კონტრიერიშს მოჰყვა 4:1.

კვირის ამბები