გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება გაიარეს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთკვირიანი სწავლება გაიარეს. მონაწილეებმა საგანგებო მართვის გეგმის პირველადი დრაფტის მომზადებასა და მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შევსების პროცედურებზე იმუშავეს.
სწავლება ითვალისწინებდა როგორც თეორიულ მეცადინეობებს, ასევე პრაქტიკულ სამუშაოებს. შეხვედრაზე განიხილეს ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების კლასიფიკაცია, მოსახლეობის დაცვის მეთოდები, საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესები და სხვა მნიშვნელოვან საკითხები.
სწავლება სპეციალური პროგრამის„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკის შემცირება საქართველოში“ განხორციელდა, რომელიც საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში სამ ეტაპად ტარდება. პროგრამის მიზანი თითოეული მუნიციპალიტეტის საგანგებო მართვის გეგმის პროექტის შემუშავება და შემდგომში საკრებულოების მიერ გეგმების დამტკიცებაა.
პროექტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და გაეროს განვითარების პროგრამას(UNDP) შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების ექსპერტები უძღვებოდნენ.