საზოგადოება
06.05.2022 17:29
„სამოქალაქო ბიუჯეტი - 2023“-ის ფარგლებში გორში განსახორციელებელ პროექტებზე 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, მოსახლეობასთან შეხვედრები 10 მაისიდან იწყება

„სამოქალაქო ბიუჯეტი 2023“-ის ფარგლებში, გორში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები იწყება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია პროგრამისა და მისი განხორციელების ეტაპების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

2023 წლის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის განხორციელებისთვის 3 მლნ-მდე ლარია გათვალისწინებული.

პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 28 ზონად, განსახორციელებელ პროექტებს კი ადგილობრივი მოსახლეობა თავად ირჩევს.

 

რაც შეეხება შეხვედრების გრაფიკს, 10 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მუნიციპლიტეტის 28 ზონას მოიცავს.

 



თუ პროგრამით სარგებლობას გეგმავთ, სპეციალური სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსოთ: https://docs.google.com/.../1Ho1F2x0TvXPtJQXxfiXJ.../edit...

შევსებული აპლიკაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5), ასევე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: - samokalakobiujet.gori@gmail.com

აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება.  „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, 2016 – 2021 წლებში, მუნიციპალიტეტში 200-მდე პროექტი განხორციელდა.

მიმდინარე წელს 45 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.

კვირის ამბები