საზოგადოება
06.05.2022 12:19
გორში, ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარი ქულები გამოქვეყნდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, გორში, ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებულ წინასწარი ქულები გამოაქვეყნა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება.
„სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება. კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ“, - აცხადებენ სააგენტოში.
გორში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს, ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულების გაცნობა შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: idp. gov. ge
კვირის ამბები