იმუნიზაციის საბჭომ 12 წელს ზემოთ ბავშვებში „ბუსტერ დოზის“ გაკეთების რეკომენდაცია გასცა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ადასტურებს.
ჩხაიძის თქმით, „ბუსტერ დოზა“ ხელმისაწვდომი იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის.
როგორც პროფესორი ივანე ჩხაიძე განმარტავს, ბავშვები აცრას მას შემდეგ შეძლებენ, როდესაც მთავრობის მიერ შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდება.
საქართველოს იმუნიზაციის საბჭომ, ქრონიკული დაავადებების მქონე 12 წელს ზემოთ მოზარდებში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის რეკომენდაცია რამდენიმე თვის წინ გასცა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში