კულტურა
24.12.2019 13:26
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში საახალწლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადებიან
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში მორიგი საპრემიერო ჩვენებაა დაგეგმილი. თანამედროვე რეჟისორები დავით ჩხარტიშვილი და ნიკა ლუარსაბიშვილი სასცენო ხელოვნებისმოყვარულებს ამჯერად საახალწლო სპექტაკლზე ეპატიჟებიან.
ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჩარლზ დიკენსის მოთხრობის მიხედვით დადგმული წარმოდგენა - „საშობაო სიმღერა“, ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე 3, 4, 5, 8, 9, 10, 11 და 12 იანვარს გათამაშდება.
კვირის ამბები